საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება - ამის შესახებ განცხადება თბილისი მერმა გააკეთა.
კახი კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სისტემას გუნდში მოწინააღმდეგეები ჰყავს, კონსტიტუციაში ცვლილებები მაინც შევა.
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში თანხვედრაა.
"კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა ის დეპუტატები რომლის განცხადებებსაც ჩვენ ვისმენთ, სიახლე მე მგონი, არავისთვის არ არის. ისინი ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგები. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდათ შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებულ სისტემა შეიცვლება, ამაზე განცხადება გაკეთებულია,“ - აცხადებს კახა კალაძე.