18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
​ბესელიამ ხუნდაძეს შეახსენა, რომ კანონპროექტზე, რომელსაც ეწინააღმდეგება, მისი და ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერაცაა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის განხილვის გადადება და უმრავლესობის სხდომის დანიშვნა მოითხოვა.

განცხადება ხუნდაძემ მაშ შემდეგ გააკეთა, რაც "ქართულმა ოცნებამ"  საკონსტიტუციო ცვლილების ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ჩააგდო.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ დღეის ვითარებას ვგულისხმობ, მე დღეს უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მართებული და, მინიმუმ, არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ მე გთხოვთ, მე მაქვს ამის უფლება, რომ მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები, რაც მისაღები მაქვს მეც და არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, გვინდა მივიღოთ ამაზე პასუხები,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დიმიტრი ხუნდაძეს გაახსენა, რომ უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელი თავად მას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს აქვთ მოწერილი. 

"ამ ინიციატივას, რომელიც უმრავლესობამ 93 დეპუტატის ხელით დაამტკიცა, ხელს აწერს მათ შორის ბატონი დიმიტრი ხუნდაძე და ამავე დროს ამ კანონპროექტის ავტორებში მითითებულია ორი ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ძალიან კომიკურად ხომ არ ჩანს ეს ყველაფერი. მინდა მოგიწოდოთ გონიერებისკენ, თავი დავანებოთ სპექტაკლის მოწყობას, რომელიც ძალიან უნიჭოდაა შესრულებული,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძეს განხილვის გადადებაზე უარი უთხრა.

ამ წუთებში, სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები