18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
საბურთალოზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 18 წლის მგზავრი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მგზავრი გარდაიცვალა. 18 წლის ლუკა ჟვანია, თბილისის რეგიონულ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

შეგახსენებთ, კერძო მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარებოს

დღის ამბები