18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"არ გაბედო" - პარლამენტთან "სირცხვილიას“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტების აქცია იწყება

"არ გაბედო" - ამ სლოგანით საპროტესტო გამოსვლები უკვე დაწყებულია. ამ წუთებში პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.

დეპუტატებს კენჭისყრის ჩატარება და პრინციპულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ქუჩის გამოსვლების ფონზე მოუწევთ.

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური გამოსვლებით იმუქრებიან.  

"ფაქტია, რომ მათ უნდათ პროპორციულის წართმევა, თუმცა ჩვენ უკან არ წავიღებთ ჩვენს სიტყვას, ჩვენ ვდგავართ აქ და ვიქნებით მანამ, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მივიღებთ. ეს არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი, ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენ ეს პირობა მივიღეთ და არ ვიშლებით“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

აქციაზე შეკრებილები "ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და ამბობენ, რომ თუკი დღეს უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტს ჩააგდებს, მოხდება საზოგადოების სრული მობილიზება, ადამიანები ქუჩაში გავლენ და საკუთარ მონაპოვრს ბოლომდე დაიცავენ. 

დღის ამბები