18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
არ ვისურვებდი უმრავლესობიდან, ვინმე უმრავლესობის მიღმა ვიხილო, პარტიული მანდატის გარეშე - ვოლსკი

პარლამენტის დეპუტატი გია ვოლსკი უმრავლესობის დეპუტატებს საკითხის კიდევ ერთხელ განხილვისკენ მოუწოდებს. გია ვოლსკი ამბობს, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარე კენჭისყრამდე შესვენებას გამოაცხადებს, უმრავლესობის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და საკითხი განიხილონ. 

 განცხადება ვოლსკიმ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. 

"რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ დღეს საჭიროებს დაფიქრება, სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ. ეს არის უმრავლესობის უმრავლესობის პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა შეინარჩუნებს ამ პოზიციას და მეორე კიდევ, არ ვიცი რამდენად სწორი ადგილია აქ სალაპარაკოდ, მარგამ ჩემი გულისტკივილიც მინდა გაგანდოთ. რასაკვირველია, მე არ ვისურვებდი რომ უმრავლესობიდან, განსაკუთრებით პარტიიდან და განსაკუთრებით ჩემი ძველი მეგობრებიდან, ვინმე ვიხილო დარჩენილი უმრავლესობის მიღმა და პარტიული მანდატის გარეშე. ერთად მოვედით, სერიოზული ბრძოლა გამოვიარეთ, ჩამოვყალიბდით და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის და გაცილებით მეტის გაკეთების რესურსი და პოტენცია გაგვაჩნია. ბატონ თავმჯდომარეს ვთხოვ, სანამ კენჭისყრის წინ გამოაცხადებს შესვენებას, ყველას ვინც უმრავლესობას ვამბობთ, განსაკუთრებით ფრაქციების ლიდერებს, ძალიან ვთხოვ, შემობრძანდეთ დეპუტატების ოთახში და ერთხელ კიდევ გავიაროთ ის პათოსი, რომელიც აქ იქნა გამოხატული," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები