პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადადების შემდეგ, სასესიო სხდომის დარბაზიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძე მედიასთან განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატები ხვალ, კიდევ ერთხელ, შეიკრიბებიან და საკუთარ კოლეგებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებენ.
"ჩვენ გვექნება საშუალება შეკრების, იმედია მეტი დრო გვექნება განხილვისთვის, დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო, იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.