18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“ - დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ  დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

"როგორც ყოველთვის, "ქართული ოცნება", უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უმრავლესობის შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმსჯელეს. საკითხი უკვე რამდენიმე დღეა თავად უმრავლესობის რიგებს შორისაც დაპირისპირების თემად იქცა. 

დღის ამბები