უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ დეპუტატის მანდატი დაუჭრეს. კარლო კოპალიანი ყვება, რომ ერთმა დეპუტატმა მანდატი ამოიღო, ხოლო მეორემ მაკრატლით გადაჭრა.
"ეს არის ჩემი პარლამენტის წევრის მოწმობა, რომელიც დაჭრის ქალბატონებმა. დამესხნენ თავზე, ხოშტარია და ბოკუჩავა, ერთმა ამოიღო და მეორემ მაკრატლით გადაჭრა. ეს არის დანაშაული. მიზანი მაგათ ჰკითხეთ, რატომ გაჭერითთქო. ეს ადამიანები, თუ შეიძლება მათ ადამიანები ვუწოდოთ, ისე იქცეოდნენ დარბაზში, როგორც იქცეოდნენ 9 წელი ჩვენი მოსახლეობის წინაშე,"- განაცხადა კარლო კოპალიანმა.
თინა ბოკუჩავამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ არცერთი დეპუტატი არ იმსახურებს მანდატს, ვინც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით დანიშვნის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაში მიიღო მონაწილეობა.
"დიახ, ჩვენ დავჭერით, მე პირადად დავჭერი მისი მანდატი, იმიტომ, რომ ამას იმსახურებს არა მხოლოდ ის, არამედ ყველა დეპუტატი, რომელმაც დღეს მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც წაართვა ჩვენს ქვეყანას ნორმალური, სტაბილური, მშვიდი განვითარების შესაძლებლობა. კომუნისტი კოპალიანი, გავრილოვის თანაპარტიელი არ იკმარეს, რომ თვალებდათხრილი ადამიანები მოატყუეს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.