18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ხელისუფლებამ ჩვენი მყიფე დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენა - გიორგი მშვენიერაძე

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით ქვეყნის დემოკრატიას გარკვეული საფრთხე შეექმნა.

მშვენიერაძე ამაზე სრულ პასუხისმგებლობას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. 

"პასუხისმგებელი პირადად ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია, რომელიც ამ გადაწყვეტილებით და ამ გზით ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება და გააგრძელოს სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება. ეს არის გზა,  უსამართლოდ დაეპატრონოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მანდატებს და ამით განამტკიცოს თავის ძალაუფლება. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ჩვენი მყიფე დემოკრატია დააყენა გარკვეული საფრთხის წინაშე," - განაცხადა მშვენიერაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები