18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ეს არის დიდი ფარსი და თაღლითობა, ხალხმა უნდა დაანახოს მთავრობას, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება - ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ქართველ ხალხს პროპორციული საარჩევნო სისტემა მოპარა.

ბაჩანა შენგელიას განმარტებით, პროცესებმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს.

"სამწუხაროდ კანონპროექტი უკვე ჩააგდეს და დღევანდელი განცხადებების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მიანიშნებს იმას, რომ ამ კანონპროექტს უკვე აღარ დაუბრუნდებიან. წესით უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ 2020-ში ჩატარდება არჩევნები მაჟორიტარული სისტემით. ეს არის ძალიან დიდი ფარსი და მე ვიტყოდი თაღლითობაც ქართველი ერის წინაშე, ვინაიდან სულ რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარე ქართველ ხალხს შეჰპირდა, რომ 2020-ის არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართველ ხალხს მოპარეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მძიმე შავი ლაქა. ხალხმა უნდა დაანახოს მთავრობას, რომ არ შეეგუება ამ გადაწყვეტილებას, უნდა იყოს მრავალრიცხოვანი აქცია, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები