18 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
შესაძლოა, ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად შექმნას - კოტე ჩოკორაია 

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს და ამისთვის, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად შექმნას, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2-თან" განაცხადა.

"ძირითად შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ყველაფერს მთავრობის გადადგომა ან პარლამენტის დათხოვნა მოჰყვება, არის ხოლმე მაშინ, როდესაც უმრავლესობა და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთში ვერ თანხმდება. დანარჩენ შემთხვევაში, ეს არის ხელოვნური. ანუ, პარლამენტის დათხოვნის ხელოვნური მექანიზმი შეიძლება ჩაირთოს. შეიძლება, ფორმალურად პრემიერი გადადგეს, ამას მოჰყვეს ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემები და მერე პარლამენტის დათხოვნა. თუმცა, ზოგადად, პოლიტიკური კრიზისი, ფართო განმარტებით, შეიძლება გულისხმობდეს ზოგადად პოლიტიკურ პრობლემებს. მათ შორის, შეუთანხმებლობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, იმას, რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში,“- განაცხადა კონსტიტუციონალისტმა. 

ჩოკორაიას განმარტებით, თუ უმრავლესობაში 76 დეპუტატზე ნაკლები დარჩება, თეორიულად შესაძლებელია, რომ ეს პარლამენტის დათხოვნის საფუძველი გახდეს. 

„მგონია, რომ ზოგადად, ეს ყველაფერი, რაც ხდება, პრინციპში უფრო შეთანხმებული მოქმედებაა, ვიდრე ბუნებრივი პროცესი. თუმცა, თუ უმრავლესობაში 76 დეპუტატზე ნაკლები დარჩება, თეორიულად, შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ეს კრიზისი პარლამენტის დათხოვნამდე მივიდეს. პრინციპში, მთავარია, ახლა რა უნდა ხელისუფლებას - უნდა ვადამდელი არჩევნები თუ არ უნდა. ჩანს, რომ უნდა, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები ისევ შერეული სისტემით იქნება, რაც მას ძალაუფლების გამტკიცების შესაძლებლობას მისცემს. 2020-ში პროპორციული წესით არჩევნები შეიძლება ცალსახად აღმოჩნდეს  მათი დამარცხების საფუძველი,"-  განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები