18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - დიმიტრი ხუნდაძე

"ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "კურიერის" პიორდაპირ ეთერში გააკეთა.

ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სიკეთეში მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო.

"მთავარია ქვეყნის სტაბილურობა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო და სწორედ ეს არ აწყობთ, თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა აწყობილი.

ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იყო უმრავლესობის შეხვედრის სამი რაუნდი, სადაც ლიდერიც და გუნდის დანარჩენი წევრებიც შეეცადნენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეეცვალათ, მაგრამ არა ხელების გადაგრეხვით, ან რაიმე მუქარით, არამედ შიდა გუნდური წესებით და ერთმანეთის პატივისცემით. ვერ მოხდა შეთანხმება, ამიტომ მოხდა გამოსავალი ამ თითქოსდა და გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელიც ლიდერმა გუნდთან ერთად მოძებნა, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა. არა ხელების გადაგრეხვა, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე, მაჟორიტარებმა აიღეს და ამას აქვს, რა თავისი პოზიტიური სიკეთე. თუნდაც ის, რომ თითოეულ რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. რაც პროპორციული სისტემით არ ეყოლებოდა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერის" ეთერში.

დღის ამბები