18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის პირობებით აღარ ვთამაშობთ - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტის, პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს. მაქარაშვილის თქმით, ოპოზიციასთან ერთად, ერთიანი ძალებით იპოვიან ზუსტ მოდელს,  როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება რევოლუციის გარეშე.

"დღეს ის დღეა, როცა აქტიური კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არსებულა ან არსებობს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი პარტია დაჯდა ერთ მაგიდასთან, ამასაც მოხერხება უნდა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, იმიტომ რომ არ არის მარტივი მიაგნო ზუსტ მოდელს, რევოლუციის გარეშე როგორ უნდა შეცვალო ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, რომელსაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევს.

შევთანხმდით უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებით აღარ ვთამაშობთ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მისი დაპირება მივიღეთ, იმდენჯერ მოგვატყუა, გაგვაბითურა და ბევრი დრო დაგვაკარგვინა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ჩვენს პირობებზე წამოსვლა," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები