"ქართული ოცნების“ ოფისში დღეს მთელი დღის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, უმრავლესობის ოფისთან გამოჩნდა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.
გიორგი გახარიას შენობაში შესვლადე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ასევე მმართველი გუნდის წევრები და ის დეპუტატები, რომელთაც გუშინ, პროტესტის ნიშნად უმრავლესობის რიგები დატოვეს.
უმრავლესობის წევრები ,,ქართული ოცნების" ოფისში დილიდან საგანგებოდ შეიკრიბნენ.
ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის გამოსავალი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეგუებასთან ერთად, მომავალი წლის არჩევნებისთვის მომზადებაა.