18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს - "მოგიწოდებთ თავი აარიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს" 

რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

"თბილისში რამდენიმე ადგილას ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების ანტისამთავრობო მიტინგები და დემონსტრაციები იმართება, ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

მოგიწოდებთ თავი აარიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს," - ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში.

დღის ამბები