18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ქვეყანას მომავალი ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს, გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია - ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ  ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.

პარტია ,,გირჩის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ იმედები ქართველ ხალხთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებასაც გაუცრუა.

"ჩემი მთავარი იდეა არის ის, რომ ადამიანებს ავუხსნათ რა მოხდა ქვეყანაში, რომ რეალურად ქვეყანაში აღარ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც რამე ლეგიტიმაცია გააჩნია. გვყავს ხელისუფლება, რომელმაც გადაგვაგდო არა მხოლოდ ჩვენ, არამედ გადააგდო ამ დედამიწაზე, თუკი რომელიმე ქვეყანა არსებობს, რომელსაც ამ რეგიონში შეიძლება რაიმე ინტერესი გააჩნდეს, ყველა გადაყარა ჩვეულებრივად. ამ ქვეყანას მომავალი ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს. გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ექნება ახალი ლეგიტიმაცია, მაგის გამოსავალი  ერთადერთი არის, ვადამდელი არჩევნები," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები