ოპოზიციური პარტიის ლიდერები "ლეიბორისტული" პარტიის ოფისს ტოვებენ. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ახლა ისეთი გაერთიანებულია, როგორც არასდროს და იბრძვის სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები - ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით, გერმანული მოდელი გვაძლევს პირდაპირ ამის მექანიზმს და ახლა ვეღარაფერს მოიგონებს ბიძინა ივანიშვილი. საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ვადამდელი არჩევნები და ახალი მთავრობა, ტექნიკური მთავრობა. იმიტომ, რომ გახარიას და ივანიშვილს აქვთ ნულოვანი ნდობა, აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს გერმანულ მოდელს. ეს არ არის მარტივი ბრძოლა, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.