რა ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი - ეს არის ხმების დათვლის განსხვავებული ფორმა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია იმდენ დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში, რა პროცენტსაც მიიღებს არჩევნებზე.
ამ მოდელს მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სჭირდება და საკანონმდებლო ორგანოში 76 ხმა ჰყოფნის.
ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით, მთავარი ხმების დათვლის პრინციპია, არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული წესით, მაგრამ მოქმედი სისტემისგან განსხვავებით მანდატები არ ნაწილდება ანუ არ იკრიბება მექანიკურად. მოქმედი სისტემით მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობას პირდაპირ ემატება პროპორციული სიით გასული დეპუტატების რაოდენობა.
გერმანული მოდელით თითოეული პარტია მიიღებს ზუსტად იმდენ ადგილს რა მხარდაჭერასაც მოიპოვებს არჩევნებზე ამომრჩევლისგან, პარლამენტში მას ეყოლება იმდენი დეპუტატი, რამდენიც მიღებულ პროცენტს შეესაბამება, ამ პროცენტებში შევა მაჟორიტარების რაოდენობაც.
თუ პარტია არჩევნებზე მიიღებს 30% -ს, მაგრამ მოიგებს 10 მაჟორიტარულ ოლქს, ასეთ შემთხვევაში "გერმანული მოდელით" მისი წარმომადგენლობა პარლამენტში განისაზღვრება 45 მანდატით. ეს იქნება 10 მაჟორიტარი და 35 პროპორციული სიით გასული დეპუტატი.
ასეთ შემთხვევაში დღეს მოქმედი სისტემით პარტია გაიყვანს 35 დეპუტატს, 24 პროპორციულით და 10 მაჟორიტარული წესით.
ე.წ. გერმანული მოდელის მიღებას არ სჭირდება ცვლილება კონსტიტუციაში, მის დასამტკიცებლად საკმარისია ცვლილება საარჩევნო კოდექსსში ანუ 76 ხმა.