კიევში "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს. ის კიევში საკუთარ სახლთან აიყვანეს.
სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარა.
ტერორისტი უკრაინაში 2018 წლის ზაფხულში ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ ჩავიდა. ის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, 2013 წელს, აბუ უმარ აშ შიშანის ლიკვიდაციის შემდეგ გახდა.
სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, ცეზარ ტოხოსაშვილს 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.