ფოთში, ნიკოლაძის ძეგლთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს რიგითმა მოქალაქეებმა. აქციის მონაწილეები გამოეხმაურნენ დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს და კანონპროექტის ჩავარდნა გააპროტესტეს,რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები იზიარებენ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს და პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ.