"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირება ამ დრომდე არ წყდება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერმანენტულად შეხლა-შემოხლა ხდება. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თუკი სადმე დაფიქსირდება რაიმე სახის ძალადობა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"აქ იმყოფება, რასაც ვხედავ, აქციის მონაწილეზე მეტი ჟურნალისტები და ვიდეო კამერებია. თუ სადმე დაფიქსირებულია რაიმე სახის ძალადობა, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. არა ერთხელ მოვუწოდეთ, რომ დაემორჩილონ კანონს, ნუ დაკეტავენ შესასვლელებს, შესაბამისად, პოლიცია მოქმედებს თავისი მანდატის ფარგლებში. თუ რაიმე ძალადობა იყო და არის დაფიქსირებული, მივიღებთ აუცილებლად ზომებს," - ამბობს ვაჟა სირაძე.
სავარაუდოდ, "ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დასრულდა. დეპუტატების ავტომობილები ნელ-ნელა ტოვებენ შენობას.