18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება - პატრიარქი

ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაშია აღნიშნული, რომელიც ბაქოში მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს გააცნეს.

საქართველოს პატრიარქი დავით-გარეჯის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები თანამემამულეების, როგორც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ინტერესების დაკმაყოფილება კვლავ გაგრძელდება.

დღის ამბები