18 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება.
როგორც მოძრაობის "თავისუფლება ვაჟა ექიმს" ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 18 ნოემბერს 12:00 დაიგეგმა.
"როდის? ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე
სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე)
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.
დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი," - აღნიშნულია მოძრაობის ინფორმაციაში.