18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე დილიდან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე სახანძრო მანქანები 

დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო "რედისონთან" აქციები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.

ამ ეტაპზე პარლამენტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ჩააგდო საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

დღის ამბები