18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"20 ლარიანი პროვოკატორია... ამ სატანას გავისტუმრებთ" - რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მცირე ინციდენტი მოხდა. ადგილზე ერთ-ერთი მამაკაცი  ადგილზე არსებულ ვითარებას facebook-ლაივით გადასცემდა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აპროტესტებდა.

აღნიშნულ პრეტენზიას აქციის მომიტინგეთა ნაწილმა უპასუხა და მამაკაცს აქციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

დემონსტრანტების შეფასებით, მამაკაცი პროვოკატორია და ვითარების გამწვავებას ცდილობდა.

"ეს ადამიანი ეტყობა საქართველოში არ ცხოვრობს, ან საიდანღაც ჩამოვარდა. ეგ იყო 20ლარიანი მოგზავნილი პროვოკატორი. გავეცი პასუხი, თუ რატომ არის გზა ჩაკეტილი. ასევე ავუხსენი, რომ ჩაიკეტება ძალიან ბევრი ქუჩა თუ საჭიროება მოითხოვს, მთელ საქართველოსაც გადავკეტავთ. ამ სატანას გავისტუმრებთ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მამაკაცი პოლიციამ პერიმეტრიდან უკვე განარიდა.

 

 

დღის ამბები