18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ივანიშვილი უნდა წავიდეს! გადამგდები უნდა გადავაგდოთ - გიგი უგულავა

აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო, სცენაზე პოლიტიკური ლიდერები გამოდიან.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ქვეყანაში მორალური კრიზისი დაიწყო.

"შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, ქვეყანაში მორალური კრიზისია და ივანიშვილი უნდა წავიდეს! გადამგდები უნდა გადავაგდოთ, ამის მერე კი უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები პროპროციული გარდამავალი მთავრობით, ეს ყველაფერი მიღწევადია და სანამ ამას არ მივაღწევთ, აქციები გაგრძელდება," - განაცხადა გიგი უგულავამ.

აქციის მონაწილეების და პოლიტიკური ლიდერების მთავარი მოთხოვნები უცვლელია.

დღის ამბები