აქციის ორგანიზატორის განცხადებით, აქციის მონაწილეებს შორის პროვოკაციის მიზნით, უცნობი პირები ალკოჰოლურ სასმელს არიგებენ.
"მოგვივიდა ინფორმაცია, რომ კიდეებში არიგებენ ალკოჰოლურ სასმელს" - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. მისივე თქმით, აქცია კონსტიტუციურ ფარგლებში იმართება და მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"მოგვივიდა ინფორმაცია, რომ დაიქოქა ჩვენს წინააღმდეგ სახელმწიფო უშიშროების სამსახური და კიდეებში არიგებენ ალკოჰოლურ სასმელს. ვაფიქსირებთ კიდევ ერთხელ, ჩვენ არ გავდივართ კონსტიტუციის ფარგლებიდან, არ ვარღვევთ წესრიგს. თუ ვინმე ამ ქვეყანაში არღვევს კანონს, არის ჩვენი ხელისუფლება და ძალიან გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, იყავით ფრთხილად,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.