18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
"ვიბრძვით მარტო" - ოპერის თეატრთან "პატრიოტთა ალიანსის" აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციონერი სპექტრის იდენტური მოთხოვნები აქვს "პატრიოტთა ალიანსსაც," რომელიც აქციას დამოუკიდებლად მართავს.

მხარდამჭერებმა შეკრება რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს მსვლელობა ოპერის თეატრამდე, სადაც დამონტაჟბულია სპეციალური სცენა. ირმა ინაშვილის გუნდის პროტესტს,  მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე აქციას პოლიციის კორდონი ჰყოფს.

"ამ აქციების მიზანი ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლაა. ის ვითარება, რასაც ახლა "ქართული ოცნება" ქმნის, არის პოლიტკური კრიზისი. მე აბსოლუტურად გაოგნებული ვარ, ხელისუფლების ინტერესებში რატომ უნდა შედიოდეს კრიზისი,“- განუცხადა ირმა ინაშვილმა "კურიერს."

რაც შეეხება "კურიერის" კითხვას, თუ რატომ არ შეუერთდნენ ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ყველა ხელისუფლებას დამოუკიდებლად ებრძოდნენ.

 

დღის ამბები