18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მართავენ ვირთხები" - "შეცვალეს" წევრებმა "ოცნების" ოფისთან წარწერები დატოვეს  

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განმარტებით, მთავარი მიზანია ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები.

აქციის მონაწილეები კედელზე აკეთებენ წარწერებს - "შეცვალე," რის გამოც სამართალდამცველებისგან გაფრთხილება მიიღეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეფასებით კი, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ აქვს.

"ჩვენ დავრჩებით ამ ტერიტორიაზე, ვინაიდან შევაწუხოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა "ქართული ოცნების" წევრებს. ბლოკირებას არ ვაპირებთ, მოვედით მშვიდობიანად ჩვენი მოთხოვნების დასაფიქსირებლად. ყველგან მივალთ, სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ მათი გემი ჩაიძირა," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის შემდეგ "შეცვლეს" მონაწილეები აპირებენ ისევ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან გადაინაცვლონ.

დღის ამბები