შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არავის დაკავება არ მომხდარა და აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
სირაძის განცხადებით, აქციაზე 5500 ადამიანი იმყოფებოდა.
"შსს-მ უზრუნველყო 17 ნოემბერს აქციის ჩატარება, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა 5500-მდე მოქალაქე, რესპუბლიკის მოედანზე 1500-მდე მოქალაქე, ბათუმში 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს მართლწესრიგის და მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვას. არავის დაკავება არ მომხდარა, აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე წესრიგის დასაცავად,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.