საქართველოში ათასობით ადამიანი ჩავარდნილ საარჩევნო რეფორმას აპროტესტებს- ამ სათაურით გამოეხმაურა დასავლური მედია თბილისში მიმდინარე აქციას.
Washington Post, bloomberg, New York Time და სხვა გავლენიანი გამოცემები ინფორმაციას Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სტატიებში ნათქვამია, რომ ანტისამთავრობო აქციაზე ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებისა და სავალი გზის ბლოკირება მოახდინეს.