18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის საქმეს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი ტვიტერზე ეხმაურება

ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი ტვიტერზე გამოეხმაურა.

"იმედი მაქვს, ექიმ გაფრინდაშვილის მალე გათავისუფლების შესახებ ცნობები დადასტურდება. როდესაც ჯანდაცვასთან და განათლებასთან წვდომა ასეთი კრიტიკულია სამხრეთ ოსეთში, რთული გასაგებია, რა სარგებელს იღებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ხელისუფლება ექიმების დაკავებით," – წერს ჯასტინ მაკკენზ სმიტი ტვიტერზე.

დღის ამბები