18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისაგან - გიორგი ვაშაძე დეპუტატებს მოსალოდნელი ექსცესებისაგან თავის არიდებას ურჩევს

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტის წევრებს მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლისაგან თავი შეიკავონ.

ვაშაძის განცხადებით, სამართლადამცველებსა და მომსახურე პერსონალს პარლამენტში გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება.

"პროტესტი გრძელდება. პიკეტრირებულია პარლამენტის შესასვლელები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ პარლამენტში მოსვლისგან თავი შეიკავონ, რათა ზედმეტი ექსცესებისაგან თავი აირიდონ. რაც შეეხება დამლაგებლებსა და პოლიციელებს, მათ გადაადგილების პრობლემა არ აქვთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები