18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტთან - დემონსტრანტებმა შენობაში არც მერაბ ქვარაია შეუშვეს 

საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის მსგავსად, არც დეპუტატი მერაბ ქვარაია არ შეუშვეს.

"მონა, ვირთხა, სამარცხვინო" - სკანდირებდნენ აქტივისტები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ტერიტორია ხმაურის ფონზე დატოვა.

თავის მხრივ, ქვარაიამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ სამარცხვინოები თავად არიან.

აღსანიშნავია, რომ მცირე დაპირისპირება მოხდა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძეს და ქვარაიას შორისაც. ვაშაძე ქვარაიას უხსნიდა, რომ ის ხალხს აღიზიანებდა და ტერიტორია უნდა დაეტოვებინა.

ამის შემდეგ პოლიციამ ვაშაძის გამოყვანა სცადა, რაც პოლიტიკოსმა გააპროტესტა. აღნიშნულს მცირედი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

ამ დორისთვის ადგილზე ვითარება განიმუხტა. 

დღის ამბები