18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"როგორც მეუბნებიან, ჰყავთ პოლიციის მთავარ სამმართველოში, ხვალ იქნება სასამართლო პროცესი" - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მისი შვილის, ზუკა ბერძენიშვილის შესახებ საუბრობს, რომელიც აქციის დაშლის დროს დააკავეს. დავით ბერძენიშვილის თქმით, ზუკა ბერძენიშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის არის სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი და "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც.

დავით ბერძენიშვილის თქმით, მიმდინარეობს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეხვედრა და მათ მუდმივ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. 

"როგორც მეუბნებიან, ჰყავთ პოლიციის მთავარ სამმართველოში, ხვალ იქნება სასამართლო პროცესი. ეს ინფორმაცია მაქვს. მასთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი, გიორგი მონავარდისაშვილი, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებთან ანგარიშსწორებას, სერიოზული ეჭვები გვაქვს, რომ ეს არის პერსონალური ანგარიშსწორება, იმიტომ, რომ ეს ხალხი ძირითადად აქ იდგა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან, ასეთი უსუსურობა, მოუთმენლობა, უკანონობა, უსამართლობა მეტყველებს ხელისუფლების სისუსტეზე. ისინი დაპირდნენ ხალხს პროპორციულ არჩევნებს, მერე წაიღეს უკან. როგორც კი შევთავაზეთ პროპორციული სისტემის უკეთესი ვერსია, რომელსაც 76 ხმა უნდოდა, აქ გაიჭედნენ და გადავიდნენ ძალადობაზე,“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი. 

დღის ამბები