პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინიციატივაზე, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ გააჟღერა და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, მმართველ გუნდში შეთანხმება არ არსებობს და ეს მხოლოდ გარკვეული დეპუტატების ინიციატივაა.
"მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს და როგორც ბატონმა ხუნდაძემ განაცხადა, ეს არის იმ მაჟორიტარების ინიციატივა და პოზიცია, რომლებმაც სამწუხაროდ მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ თავისი პოზიცია, მაგრამ საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება კანონით გაწერილია და ამ წესების გარეშე შეუძლებელია, ასეთი ინიციატივა დაინიცირდეს. გუნდში ასეთი შეთანხმება არ არსებობს,"- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.