"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი ნელ-ნელა იკლებს.
"დრამატულად ეცემა და მცირდება ხელისუფლების რეიტინგი. მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი კი არ შექმნა ხელისუფლებამ, არამედ ამას მოჰყვა ეკონომიკური კრიზისიც. ბუნებრივია, რომ რეიტინგი არ აქვთ. რა პროცენტებიც აქვთ ეგეც ე.წ. სავარძლის პროცენტებია," - განაცხადა ნიკა მელიამ.
IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.