ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში განვითარებული მოვლენებია.
ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხი ოლიგარქმა ივანიშვილმა უნდა აგოს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ივანიშვილის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასაც ითხოვს.
"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან შეხვედრის პარალელურ რეჟიმში, მიდიოდა კადრები ივანიშვილის მიერ სასტიკი დარბევების შესახებ. რა თქმა უნდა ყველაფრის საქმის კურსში არიან ამერიკელი მეგობრები და მე მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო ქართველ ხალხს, ყველა ვარიანტში, როდესაც მიდის ბრძოლა ხალხსა და რეჟიმს შორის, ამერიკის შეერთებული შტატები არის ხალხის მხარეს."- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.