რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა წუხელ ღამე კარვებში გაატარა.
ადგილზე რჩება პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის კარვები.
აღსანიშნავია, რომ ღამემ პარლამენტთან ინციდენტის გარეშე ჩაიარა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების სამომავლო გეგმებს, ორგანიზატორების თქმით, ყოველ ორშაბათს პარლამენეტის პიკეტირებას მოახდენენ, რათა სამშაბათს დანიშნული პლენარული სხდომა ჩაშალონ.
"კურიერთან" საუბრისას აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ორშაბათამდე სხვადასხვა უწყებებთან პერფორმანსებს მოაწყობენ და ეცდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტი შეუქმნან.