საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრები, ქალაქ პულაში ამხანაგური შეხვედრაში 1:2 წააგოხორვატიის გუნდთან დამარცხდა.
მე-18 წუთზე ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. ხორვატებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, გურამ კაშიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
გამარჯვების ბურთი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეაგდეს. თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, ივან პერიშიჩის თავური დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი აშორებს, პირველი კი ბელარუსის გუნდთან გასამართი ნახევარფინალია, რომელიც 26 მარტს შედგება.