18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მეუბნებიან, თემირლანის უდანაშაულობა რომ ვაღიაროთ "ნაციონალები" თავზე დაგვამხობენ ქვეყანასო - მაჩალიკაშვილი

გენერალურ პროკურატურასთან მალხაზ მაჩალიკაშვილსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაჩალიკაშვილი ოპოზიციასთან ერთად გენერალური პროკურატურის ჭიშკარზე სიმბოლურად ჯაჭვის შებმას ცდილობდა, როდესაც სამართალდამცავებმა მათთვის ხელის შეშლა სცადეს. 

მაჩალიკაშვილმა თავისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ამბავი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ პოლიციის და სამართალდამცველების მეშვეობით ცდილობს.

"დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს იმისთვის, რომ თავიანთი სიბინძურე გაიტანონ და დარჩნენ ამათი გამოყენებით ხელისუფლებაში. ძალას იყენებს პოლიციით და სპეცრაზმით, მეტი რესურსი დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს.

ორი წელია იმისთვის ვიბრძვი, შ**************ო, გენერალური პროკურორი ხარ თუ გენპროოკურორი ხარ, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე,"- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამის შემდეგ, პოლიციამ მას კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა, რასაც მაჩალიკაშვილის უფრო მეტად გაღიზიანება მოჰყვა. 

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ კორექტულად ვისაუბრო, მწყობრიდან არ გამოვიდე, პატივი გცეთ თქვენც და მთელ საქართველოს. თემირლანის ოჯახში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა ეს ყველაფერი. არ არის თემირლანი დამნაშავე, არ არის თემირლანი ეჭვმიტანილი. თვითონ სუს-ში, შსს-ში, პროკურატურაში, იმაზე საუბრობენ, რომ კი, არ იყო დამნაშავე, ჩავიდინეთ შეცდომა, მაგრამ ამ ყველაფრის მედიისა და ხალხის წინაშე აღიარება არ შეგვიძლია, ნაციონალები თავზე დაგვამხობენ ამ ხელისუფლებასო. შენი დედაც და იმათი დედაც, ჩემი რა ბრალია, ისინი თუ დაგამხობენ თავზე, მე გამეცით პასუხი, მე, თქვენი დედა... ნუ მწამლავთ,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები