ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმის ფონზე პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსლისას 2020-22 წლების მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კრიტიკული შეფასებებით დახვდნენ. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კობა გვენეტაძის უწყების საქმიანობა რეალობას არ შეესაბამება და კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.
შეხვედრაზე უამრავი კითხვა დაისვა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით და ბანკის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხეს, გრძნობდა თუ არა ის პასუხისმგებლობას ვალუტის გაუფასურებაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა კობა გვენეტაძეს ჰკითხა - მიზნობრივია თუ არა ის ხარჯები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახალი შენობებისთვის უნდა გამოყო.
"ეროვნულმა ბანკმა განიზრახა ახალი სათაო ოფისის აშენება, რომლისთვისაც 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ამის პარარელურად 11 ათას დოლარად შეიძინეთ თბილისის ცენტრში შეიძინეთ შენობა. მაინტერესებს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს ღონისძიებები, რამდენად ხედავთ ამის საჭიროებას და რაიმე კორუფციულ ნიშნებს ხომ ვერ ხედავთ ამ ყველაფერში,"- იკითხა იონათმიშვილმა.
კობა გვენეტაძემ იონათამიშვილის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ როდესაც "ეროვნულმა ბანკმა" ეს გათვლები გააკეთა, შემდეგი 50 წლის ფუნქციონირების გეგმებში შედიოდა ყველაფერი. მისი თქმით, ახლა უმთავრესი ლარიზაციის განხორციელებაა.