მოძრაობა "სირცხვილია" 25 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებისთვის ემზადება.
განცხადება "სირცხვილიას" წევრებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამის შემდეგ, გახარიას დაწინაურება, "გავრილოვის პატიმრების" ციხეში ყოფნა და დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩავარდნა, ხელისუფლების მხრიდან დაცინვაა.
"რეპრესიები გრძელდება დაშინების მიზნით, სწორედ ამიტომ დააკავეს რურუაც. 25 ნოემბერს მასშტაბური აქცია ჩატარდება დ ეს იქნება პასუხი ივანიშვილს. სიცოცხლეს გავუმწარებთ, ეს დაკავებები ჩვენ პროტესტს ზიანს ვერ მიაყენებს. საზოგადოების გაერთიანება შეასრულებინებს დაპირებას,"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.