18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ხობში ენმ-ის წევრებს ბოქლომი წაართვეს და ოფისიდან ორი ცოცხი გამოიტანეს

ხობში ენმ-ს წევრებს “ქართული ოცნების” ოფისის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში მმართველი პარტიის ოფისთან ხმაური და დაპირისპირება იყო, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ენმ-ს წევრებს ბოქლომი წაართვეს და ოფისიდან ორი ცოცხი გამოიტანეს.

“მასკარადი”,- ასე აფასებენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები პროტესტის ამ ფორმას. ოპოზიციური პარტიის წევრები კი, ხობის მაჟორიტარს დაჩი ბერაიას რაიონის სირცხვილს უწოდებენ.

ბიძაშვილ-მამიდაშვილის კანტორად რომ აქცია აქაურობა და ვითომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგა, დავაბოქლომებთ მაინც!”-აღნიშნა პარტიის ხობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ია ჯიშკარიანმა.

ადგილზე სამართალდამცავები უსაფრთხოების მიზნით იყვნენ მობილიზებულები.

ავტორი : სალომე ფაცაცია

დღის ამბები