18 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს შვედი კოლეგა თანადგომას უცხადებს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს შვედი კოლეგა თანადგომას უცხადებს. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი, პროფესორი ოლე ლინდვალი გაფრინდაშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

განცხადება საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის შვედმა კოლეგამ სოციალური ქსელით გაავრცელა.

"შოკისმომგვრელი იყო და აღშფოთებული ვიყავი, როდესაც ჩემი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაპატიმრების შესახებ გავიგე. ის ცნობილი ექიმია, პროფესიონალია და ზრუნავს პაციენტებზე. მისი დაკავება და ორთვიანი პატიმრობის მისჯა სრულიად მიუღებელია და მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,"- წერს ლინდვალი.

დღის ამბები