18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
თალაკვაძეს ვურჩევთ, თუ დასასვენებლად უნდა წასვლა, ტაშტში იჭყუმპალაოს - მოძრაობა "შეცვალე"

მოძრაობა "შეცვალემ" პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ პარლამენტის წინ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის ტაშტი მიიტანეს.

დემონსტრანტების თქმით, ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე ვოიაჟები მოიწყოს.

"როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, არ აქვს უმაღლეს ხელისუფალს უფლება, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე დასასვენებლად წავიდეს. ისინი ფლანგავენ ბიუჯეტს და, რეალურად, ჩვენი ნაშრომით ისვენებენ ასეთ კურორტებზე. როცა ჩემს თანამოაზრე ახალგაზრდებს იჭერენ და ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში და როდესაც გვატყუებენ, რომ დასასვენებლად არ იყვნენ წასულები, და ორ საათში უკან ბრუნდებიან, ეს არის სირცხვილი. მოძრაობა "შეცვალეს" სახელით ვურჩევ ბატონ თალაკვაძეს, რომ თუ დასასვენებლად უნდა წასვლა, სახლში, ტაშტში იჭყუმპალაოს,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები