18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
შეზღუდვა ენგურის ხიდზე - ოკუპირებული აფხაზეთიდან მამაკაცებს არ უშვებენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მამაკაცებს არ უშვებენ. შეზღუდვა ენგურის ხიდზე გუშინ დაწესდა. რესპონდენტების ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე სამეგრელოში გადმომსვლელი მამაკაცები არიან გაჩერებულები, თუმცა მათ ხიდზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში გუშინ მომხდარი მკვლელობაა. შეზღუდვა არ ვრცელდება ქალებსა და ბავშვებზე, ასევე, გადაადგილება შესაძლებელია დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთის მიმართულებითაც.

დღის ამბები