18 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მოდით, ნუ თამაშობენ - ვახტანგ ხმალაძე ზოიძის ინიციატივის განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს

"ქართული ოცნების" დეპუტატის, აკაკი ზოიძის ინიციატივას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სისტემის განსაზღვრისთვის რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას მოიცავს, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევს.

ხმალაძის შეფასებით, უმრავლესობამ ახალი თამაში წამოიწყო, რადგან ის განმარტავს, რომ მოქმედი კანონით რეფერენდუმი ვერ ჩატარდება.

"თუ რეფერენდუმზე ისეთი საკითხი იქნა გატანილი, რომელიც მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებას, მაშინვე გამოდის წინააღმდეგობა. კონსტიტუციაში ცვლილება არ არის შეტანილი, კონსტიტუცია უზენაესი კანონია და ვერანაირი სხვა გადაწყვეტილება ვერ დაძლევს კონსტიტუციურ ნორმას, ამიტომ, რეფერენდუმი არ შეიძლება.

პლებისციტის ჩატარება, მომზადება, შედეგების შეჯამება წაიღებს, დაახლოებით, 2 თვეს. თუ პლებისციტზე ითქვა, რომ მხარს ვუჭერთ პროპორციულ არჩევნებსო და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ამას უნდა კონსტიტუციური ცვლილება. ამას ისევ სჭირდება მინიმუმ ორი თვე და არჩევნებიც კი მოგვადგება კარს. ამიტომ, მოდით, ნუ თამაშობენ,"- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები