ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ მეუფე დანიელის თქმით, პატრიარქი ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სარწმუნოებასა და ეკლესიას უპირისპირდებიან. ამის შესახებ მან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის შემდეგ სამების ტაძარში ისაუბრა:
"მიუხედავად ამდენი უმადურობისა, ამდენი განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა დედა ეკლესიის წიაღს და კიდევ უფრო მეტად ვინც ჯერ კიდევ უპირისპირდება დედა ეკლესიას, მათთვის ლოცულობს, ეს არის აღსრულება ყველაზე მთავარი მცნებისა-"აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა". დიახ, უწმინდესი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სწორედ სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი დაპირისპირებული ადამიანებისათვის," - აღნიშნა მეუფე დანიელმა.