18 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მოვუწოდებ ყველას, პარლამენტში მოინახოს გამოსავალი, რომელიც დაძაბულობას განმუხტავს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დაძაბულობის განსამუხტავად გამოსავალი პარლამენტში უნდა მოიძებნოს. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა მოქალაქეებმა სამართლიანი არჩევნების გზით შეძლონ საკუთრი არჩევნის გამოხატვა.

"მინდა მოვუწოდო ყველას: პარლამენტში - იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას. და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები